Windows 10 Pro-ს უსაზღვრო შესაძლებლობები!

01.05.2021 სიახლის ამობეჭდვა

Windows-ის სიახლეები

Windows Ink-ის მეშვეობით სწრაფად განახორციელეთ იდეები.

მარტივად და ელვისებური სისწრაფით შეიტანეთ თქვენი კომენტარები სისტემაში დარეგისტრირების გარეშე.

ხელნაწერი მონაცემების შეყვანა შეგიძლიათ ნებისმიერი აპლიკაციიდან Windows Ink– ის გამოყენებით. ეს ფუნქცია Office -ის ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება შესაძლებელია რედაქტირებისთვის, კონტენტის შესაქმნელად და იდეების პოპულარიზაციისთვის.

Windows Hello

Windows Hello — უპაროლო შესვლის სისტემაა, რომელიც სწრაფად და უსაფრთხოდ Windows-ის მოწყობილობიდან ხსნის ბლოკს. სისტემა მოგესალმებათ Windows-ის სახელით და მუშაობს Microsoft Edge-ის პროგრამებთან და ვებ-გვერდებთანაც.

სენსორული მართვა

ბუნებრივად და მარტივად შეასრულეთ თქვენი სამუშაო.  ხელის შეხებით ეკრანზე მონიშნეთ ვებ-გვერდები Microsoft Edge-ში.

მარტივი დიზაინი. ძლიერი კონფიგურაცია

Windows შეცვლის თქვენს წარმოდგენას პერსონალურ კომპიუტერებზე, რომლებიც გამოირჩევიან მცირე წონით და სისქით, დახვეწილი დიზაინით და კონფიგურაციით.

პროდუქტები ინოვაციური დიზაინით

Windows-ის დახმარებით კომპანია Microsoft-მა და მისმა პარტნიორებმა შექმნეს მთელი რიგი ინოვაციებისა, მაგალითად „2 -1-ში“ მოწყობილობები, პორტატული სრულფუნქციონალური მოწყობილობები და ტელეფონები პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებით.

ახალი შესაძლებლობები

Windows გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ბიომეტრიას, მონაცემების შეყვანას ხმის და ხელწერის მეშვეობით.

სრული დაცვა. კომპრომისების გარეშე

უსაფრთხოების გაძლიერებული ფუნქციების, უსაფრთხო აუტენტიფიკაციის და დროული განახლებების მეშვეობით, Windows-ი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას  არსებული საფრთხეებისგან.

ზემოდ აღნიშნული ფუნქციები შედის სტანდარტულ პაკეტში, ზედმეტი გადასახადის გარეშე.

Windows Hello

Windows Hello - მოწყობილობებთან, აპლიაკციებთან და ვებ-გვერდებთან პაროლის გარეშე შესვლის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო სისტემა.

სრული უსაფრთხოება

Windows-ს გააჩნია სრული უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც შედის Windows Defender, Firewall და  SmartScreen Filter, ეს კომპონენტები უზრუნველყოფენ აქტიურ და სრულ დაცვას.

უფასო განახლებებთან მუდმივი წვდომა

უფასო განახლებებთან მუდმივი წვდომა გამოყენებულ მოწყობილობებზე,  თანამედროვე დონის დაცვას გინარჩუნებთ.

თამაშები Xbox-ზე

ითამაშეთ Xbox-ზე Windows-ში, ისიამოვნეთ შესანიშნავი გრაფიკით და გამოსცადეთ Xbox-ის საუკეთესო შესაძლებლობები.

Windows Store

Windows Store არის ერთიანი სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ Microsoft -ის სერტიფიკატით დაცული აპლიკაციები, თამაშები, ფილმები, გადაცემები და მუსიკა.

აპლიკაცია  Phone Companion

აპლიკაცია  Phone Companion საშუალებას გაძლევთ მარტივად იმუშაოთ პერსონალურ კომპიუტერზე ან პლანშეტზე, თქვენი საყვარელი ტელეფონის გამოყენებით, მიუხედევად იმისა თუ რომელი ოპერატიული სისტემა აყენია Windows, Android თუ iOS.

დაიწყეთ პირველებმა

Windows - საუკეთესო საშუალება თქვენი იდეების განსახორციელებლად და ამოცანების შესასრულებლად. გაორმაგეთ თქვენი პროდუქტიულობა, სამუშაოს ორგანიზების საუკეთესო შესაძლებლობით, ჩანიშნეთ იდეები და განახორციელეთ ისინი.

Windows Ink

Windows Ink- არის ხელნაწერი მონაცემების შეყვანის ახალი შესაძლებლობა, რომელიც გაძლევთ საშულებას სწრაფად განახორციელოთ იდეები.

Office და Windows

Office და Windows წარმოადგენს საუკეთესო დამხმარე წყვილს, რომლებიც გააჩნიათ ისეთი განსაკუთრებული შესაძლებლობები, როგორიც არის  Windows Ink და Cortana.

Microsoft Edge

Microsoft Edge - პროდუქტიური ბრაუზერია, რომელიც საუკეთესოდ იყენებს ქსელში არსებულ ყველა ფუნქციას.

PRO

  • Microsoft Edge
    სრულიად განახლებული ბრაუზერი, სადაც ინტერნეტი მუშაობს თქვენზე მორგებულად. Working place
  • სამუშაო მაგიდები და Snap
    შექმენით რამოდენიმე სამუშაო მაგიდა და დააფქსირეთ ეკრანზე ოთხამდე აპლიკაცია.
  • OneDrive15
    უფასოდ შეინახეთ სურათები და ფაილები ონლაინ.
  • Bitlocker
    დაიცავით მონაცემები გაუმჯობესებული დაშიფრვის და უსაფრთხოების რეჟიმის მართვით.
  • დისტანციური სამუშაო მაგიდა
    გამოიყენეთ თქვენი პერსონალური კომპიუტერი PRO ვერსიით, სახლიდან გაუსვლელად ან მოგზაურობისას.
  • Hyper-V17
    შექმენით და გამოიყენეთ ვირტუალური მანქანები.
  • Business Store და Private Catalog
    გამოიყენეთ კომპანიის აპლიკაციების თქვენი პერსონალური Windows store-ში განყოფილების საშუალებით.
  • Windows Store 
    Windows გთავაზობთ Windows Store-თან წვდომას, სადაც შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენი სურვილები, იპოვოთ აპლიკაციების კოლექციები და მიიღოთ პერსონალური რეკომენდაციები.

მოთხოვნები

  • მოთხოვნები პროცესორთან: პროცესორი სიხშირით 1გგჰც ან მეტი
  • მოთხოვნა შიდა მეხსიერებისადმი: ოპერატიული მეხსიერება 2გბ, 32 ან 64 ბტ
  • მოცულობის მოთხოვნები: 20 გბ-მდე მოცულობის თავისუფალი ადგილი
  • ვიდეოკარტა: ეკრანის გაფართოება 800 600 ან მეტი. გრაფიკული პროცესორი DirectX® 9 , WDDM დრაივერით
  • კავშირი: წვდომა ინტერნეტთან

სხვა მოთხოვნები სისტემასთან: სხვა და სხვა ფუნქციების გამოყენებისთვის შესაძლებელია დაგჭირდეთ Microsoft-ის ანგარიში.

DVD– ს სანახავად, საჭიროა  სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა.

თქვენ უნდა დაადასტუროთ თანდართული სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები (იხ.microsoft.com/useterms).

საჭიროა აქტივაცია • ერთჯერადი ლიცენზია • 32 – ბიტიანი და 64 – ბიტიანი ვერსიები USB 3.0 – სთვის

სისტემის დამატებითი მოთხოვნები სისტემასთან

ეს არის Windows 10-ის სრული ვერსია. ინსტალაციამდე გირჩევთ, თქვენი მონაცემების სარეზერვო კოპიის შენახვას.

Windows Media Center არ არის ხელმისაწვდომი Windows 10-ში. აპლიკაციები და მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან გამომდინარე.

მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში, განახლებები ავტომატურად გააქტიურებულია; დროთა განმავლობაში დაემატება დამატებითი მოთხოვნები. ზოგიერთ მახასიათებელს, როგორიცაა სენსორული მართვა, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მოწყობილობა. თავსებადობის, მხარდაჭერის პერიოდის და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესამოწმებლად, ეწვიეთ მოწყობილობის მწარმოებლის ვებსაიტს და windows.com/windows10 Specs.

თუ დაგრცათ კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე sales@mont.ge

ტექ. სამსახური
გაქვთ შეკითხვები?