MONT Group-მა მუშაობა დაიწყო 1991 წელს და დღეისათვის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროგრამული დისტრიბუტორი კომპანიაა. MONT სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს 5000-ზე მეტ ორგანიზაციას და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და მონღოლეთში.

ამჟამად აქტიურად მუშაობს კომპანიის 14 ფილიალი და 29 სავაჭრო წარმომადგენლობა. ქალაქების სია, სადაც MONT მუშაობს, მუდმივად ფართოვდება, რაც მიუთითებს კომპანიის სტაბილურ და დინამიურ ზრდას. რეგიონებში განვითარების ასეთი სტრატეგია ხელს უწყობს უფრო ეფექტურ მუშაობას პარტნიორებთან, უზრუნველყოფს შეკვეთების შესრულებას ხარისხიანად და უმოკლეს დროში. MONT სათაო ოფისი მდებარეობს მოსკოვში და ეწევა მაღალი დონის მომსახურებას  ყველა ოფისიდან ყველა რეგიონში.

MONT პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ავტორიზებული დისტრიბუტორია ისეთი მომწოდებლებისა, როგორიცაა  ABBYY, Adobe Systems, Аgnitum, Alladin R.D., Arcserve, Autodesk, CA Technologies, Check Point, Commvault, Corel Corporation, Dr. Web, Embarcadero Technologies, Entensys, ESET, Famatech, GFI, IBM, Kaspersky Lab, Kerio Technologies, McAfee, Microsoft, MicroWorld, NetWrix, Novosoft, Panda Security, Paragon, Plantronics, Polycom, PROMT , Red Hat, Smart-Soft, Symantec, Trend Micro, Veeam, VMware.

მოთხოვნის საფუძველზე MONT ახორციელებს იმ ფართო სპექტრის ვენდორების პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას, რომლებიც არ არის შესული ზემოთ მოყვანილ სიაში.

მონტის ავტორიზებული დისტრიბუტორის სტატუსი რესელერი კომპანიებისთვის წარმოადგენს  მნიშვნელოვან უპირატესობას, რესელერებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ოპტიმალური ფასებით აქტუალურ პროდუქტებზე, რომელთა ხარისხიც გარანტირებულია უშუალოდ მწარმოებლებისაგან, ასევე პარტნიორებს ეხმარება ოპერატიულად იმოქმედონ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

2015 წელს Microsoft IT-გადაწყვეტილებების საერთაშორისო კონკურსის შედეგებით, კომპანია MONT-მა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის დისტიბუტორი" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ბიზნესის მიმართ ინოვაციური მიდგომითა და გაყიდვების ქსელის განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების ძებნით.

თბილისი
0112, საქართველო, თბილისი, გიორგი ცაბაძის ქ., 4

  • +995 (32) 2-19-47-65
  • +995 (32) 2-47-31-23
  • +995 (32) 2-47-31-27
  • +995 (32) 2-39-22-57